TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა

საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის გასაყარზე, რომელსაც დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, სამხრეთით კი სომხეთი და თურქეთი. შავი ზღვის 315 კილომეტრიანი (196 მილი) სანაპირო ზოლი ქმნის საქართველოს დასავლეთ საზღვარს.

დედაქალაქი

თბილისი (მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში)

ტერიტორია

69.700 კვადრატული მეტრი (26.911 მილი)

მოსახლეობა

3.7 მილიონი

ოფიციალური ენა

ქართული

ეროვნული ვალუტა

ლარი

დროის სარტყელი

+4 GMT (გრინვიჩის დრო)

საქართველოში ფუნქციონირებს ორი პორტი, რომლის წლიური ტვირთბრუნვა 15 მილიონ ტონას შეადგენს, გარდა ამისა სამი საერთაშორისო აეროპორტი და რამოდენიმე შიდა აეროპორტი რეგიონის ფარგლებში. როგორც სატრანსპორტო დერეფანს (60%–მდე ტვირთის ნაკადი ტრანზიტულია), საქართველოს განვითარებული საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აქვს, რომელიც აერთიანებს 1.500 კმ საერთაშორისო გზებს და 2.100 კმ რკინიგზას. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი, მომავალ წლებში განხორციელდება რამოდენიმე მსხვილი პროექტი (ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალი და სხვა), რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.

კავკასიის რეგიონის საგზაო რუქა