TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა

თბილისის თავისუფალი ზონა 2015 წლის ნოემბრიდან 170.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირებს. აღნიშნული საკუთრების მფლობელი და დეველოპერი BitFury Group - მსოფლიოს კრიპტოვალუტის, ბიტკოინის (blockchain) ტექნოლოგიების წამყვანი კომპანია გახლავთ.

თბილისის თავისუფალი ზონა (TFZ) ერთადერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა თბილისში. TFZ–ის მიზანი საერთაშორისო მოიჯარე კომპანიების მოზდვაა, რომლებიც თავიანთ ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს აღნიშნულ გადასახადებისგან თავისუფალ ზონაში განახორციელებენ.

TFZ განკუთვნილია კომპანიებისათვის, რომლეთა საქმიანობა წარმოებს ტექნოლოგიურ, სავაჭრო, მომსახურებების მიმწოდებელ, მსუბუქი მრეწველობის, ლოგისტიკის, სასაწყობე და სხვა სფეროებში.

თბილისის თავისუფალი ზონის განვითარების გენერალური გეგმა მოიცავს ვირტუალური ოფისის ლოკაციებს, „ჭკვიანი“ (smart) ოფისის შენობებს და 28 ინდივიდუალურ, თავისუფალ მიწის ნაკვეთს, რომელიც სპეციალურად დაპროექტებულია მოიჯარე კომპანიების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

TFZ გვთავაზობთ მოქნილ საიჯარო პირობებს - მიწის მარტივი იჯარით დაწყებული, კლიენტების ბიზნეს მოთხოვნებზე მორგებული ინდივიდუალური დაგეგმარების ჩათვლით.

ზონის ტერიტორიაზე მდებარეობს განბაჟების პუნქტი, რას იძლევა საქონლის შეუფერხებლი დამუშავების, მისი ზონაში და ზონიდან ეფექტური გადაადგილების, დოკუმენტაციის სწრაფ მომზადების და შრომატევადი საბაჟო ფორმალობების გაადვილების საშუალებას.