TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა

მდებარეობს რა ევროპისა და აზიის გასაყარზე, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად ინტეგრირებულია საერთაშორისო ბაზრებზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე, საქართველოს პირდაპირი წვდომა აქვს დაახლოებით მილიარდ ბაზარზე.
განათლებული და კვალიფიციური სამუშაო ძალის შეთავაზება კონკურენტუნარიანი სახელფასო განაკვეთებით, დაბალი საგადასახადო ტარიფებით, მოდერნიზებული სასაზღვრე საბაჟო პროცედურებით და პრეფერენციალური სავაჭრო რეჟიმით მსხვილ პარტნიორებთან, საქართველო, რეგიონში მიმზიდველ ადგილს უქმნის უცხოურ ინვესტიციებს.

კერძო საბანკო ინდუსტრია სწრაფი ტემპით იზრდება. საქართველოს ბანკები სარგებლობენ კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებით, ასევე უცხოელი ინვესტორები ჩაერთნენ საბანკო სექტორში.
თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის და ეფექტური ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა, როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მომხმარებლების ნდობა. ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებულმა პროცედურებმა, რეფორმებმა საბაჟო უწყებაში და სასაზღვრე პოლიტიკამ, ქვეყანაში საქმიანი კლიმატის გაუმჯობესებაზე მიმართულმა საგადასახადო და შრომითმა კანონმდებლობამ ხელი შეუწყო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.
მსოფლიო ბანკის 2015 წლის „ბიზნესის წარმოების შესახებ ანგარიშის“ შესაბამისად, საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ რეიტინგით მე–15 პოზიციაზეა, ხოლო მემკვიდრეობის ფონდის მიერ საქართველო მსოფლიოს თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების რეიტინგში 22–ე ადგილზე დასახელდა. გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობის პუბლიკაციით 2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI), 168 ქვეყანას შორის საქართველო 48-ე ადგილზეა, რითაც საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოფილ საბჭოთა რეგიონში (ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა) ლიდერია.

სარეიტინგო სააგენტომ Standard&Poor’s–მა და Fitch Ratings–მა საქართველოს სტაბილური BB რეიტინგი, ხოლო Moody’s Rating–მა – Ba3 საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა.