TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა

საქართველომ რეპუტაცია მოიპოვა, როგორც უპირატესმა კომერციულმა ცენტრმა ინოვაციური, დინამიური და სამეწარმეო საქმიანი კულტურით. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო გზების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობის გამო საქართველოს იდეალური პოზიცია უკავია აზიის და ახლო აღმოსავლეთის, ასევე ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ადგილობრივი დროის სარტყელი საშუალებას იძლევა საქართველო თანაბარი კომფორტით დაუკავშირდეს შორეული აღმოსავლეთის და დასავლეთ ნახევარსფეროს ბაზრებს. ამ უპირატესობის გამოყენების და მზარდი საერთაშორისო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ქვეყანა ავითარებს მსოფლიო კლასის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას.

საქართველოს, როგორც პოლიტიკურად სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანას, ჰყავს შორსმჭვრეტელი, პასუხისმგებლიანი მთავრობა, პროგრესული, ბიზნეს წრეების ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომით და მყარი ვალდებულებით კერძო სექტორის მიმართ.

ქვეყანაში საქმიანი კლიმატის გაუმჯობესებაზე მიმართული რეგულაციები, ხელსაყრელი საგადასახადო და საბაჟო სტრუქტურა მთავარ როლს ასრულებს ბიზნეს ინვესტიციების მოზიდვაში, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მყარ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და შედარებით იაფ სამუშაო გარემოს წვლილი შეაქვს მის სწრაფ განვითარებაში და კეთილდღეობაში. თანამედროვე, უსაფრთხო, მრავალკულტურული ქვეყანა, რომელშიც განვითარებულია თანამედროვე სამედიცინო, განათლების, გასართობი, სავაჭრო და სპორტული ობიექტები, ცხოვრების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. აღნიშნული უპირატესობები, საქართველოს, ამიერკავკასიის რეგიონში, თანამედროვე პროფესიონალებისთვის არჩევანის და საერთაშორისო კომპანიებისთვის წარმომადგენლობის დაფუძნების იდეალურ ადგილს ქმნის.

საქართველოს უპირატესობები

სტრატეგიული მდებარეობა

ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა უზრუნველყოფს დსთ–ს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებზე, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ადვილ წვდომას.

პრეფერენციალური სავაჭრო რეჟიმი

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება, FTA (შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) დსთ–ს ქვეყნებთან და თურქეთთან, პრეფერენციის საერთო სქემასთან ერთად აშშ–თან, კანადასთან, იაპონიასთან, ნორვეგიასთან და შვეიცარიასთან, განაპირობებს თითქმის 1 მლრდ ბაზარზე წვდომას საბაჟო მოსაკრებლების გარეშე.

საიმედო ინფრასტრუქტურა

მაღალ განვითარებული და ენერგიული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელი უზრუნველყოფს საქართველოს ფართო კავშირებს საერთაშორისო მასშტაბით ხმელეთით, ზღვით და ჰაერით.

კონკურენტული სამუშაო ძალა

კვალიფიციური სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა კონკურენტული სახელფასო ანაზღაურებით, მოქნილი შრომის კოდექსი და სოციალური გადასახადის არარსებობა.

დაბალი გადასახადები

მცირე გადასახადები დაბალი განაკვეთებით, მათ შორის ერთიანი საგადასახადო განაკვეთები პირად შემოსავალზე (20%) და მოგებაზე (15%) განაპირობებს საქართველოს უფრო მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმის მქონე ქვეყნის რეპუტაციას რეგიონში.

კორუფციისგან თავისუფალი გარემო

მკაცრმა ანტიკორუფციულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საგადასახადო და საბაჟო უწყება, გაიზარდა სახელმწიფო შემოსავლები, შემცირდა ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია საჯარო და კერძო სექტორში (შეფასებულია საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით).

გამარტივებული სალიცენზიო პროცედურები

საქართველოში მოთხოვნილი ლიცენზიების და ნებართვების საერთო რაოდენობა შემცირებულია 84%–ით, მთავრობისთვის კანონით განსაზღვრულია განცხადებებზე პასუხის გაცემისთვის საბოლოო ვადები.

სტაბილური საბანკო სექტორი

სწრაფად იზრდება საბანკო სექტორი, რომელიც მთლიანად კერძოა, შესაბამისად უცხოელი ინვესტორები ჩაერთნენ აღნიშნულ სექტორში და საქართველოს ბანკებს წვდომა აქვთ კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე.

სწრაფად მზარდი პრივატიზაციის პოლიტიკა

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საკუთრების პრივატიზაცია ზრდის ინევსტიციებს და აუმჯობესებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას. ინვესტორს შეუძლია დაიწყოს სწრაფი, კონკურენტული პროცესი საინვესტიციო პროექტისთვის საჭირო აქტივების პრივატიზების მიზნით.