TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა

საქართველოს აქვს მოქნილი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უწყობს საქმიანი გარემოს გაუმჯობესებას და ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის შენარჩუნებას. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (FIZ) ოპერაციები რეგულირდება საქართველოს კანონით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, რომლის მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მრეწველობის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განსაზღვრულია იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი საგადასახადო, სამართლებრივი და ადმინისტრაციული გარემო, რათა მოიჯარე კომპანიებმა, მსოფლიო ბაზრებზე, შეძლონ წარმატებული კონკურენციის გაწევა.

საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ხასიათდება შემდეგი უპირატესობებით:

  • საგადასახადო შეღავათები;
  • გამარტივებული პროცედურები;
  • გადახდების განხორციელება შეიძლება ნებისმიერ ვალუტაში;
  • გათავისუფლებულია ლიცენზიების / ნებართვების უმრავლესობის მიღების ვალდებულებისგან;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების დამოუკიდებლობა.