TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა

თბილისის თავისუფალი ზონა (TFZ) ერთადერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქში. TFZ-ს უკავია 17.0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც დაყოფილია 28 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთად და აქვს პირდაპირი წვდომა საქართველოს უდიდეს შრომით რესურსებზე, ასევე ზონის უპირატესობას წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვის მთავარ ავტომაგისტრალთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან (30 კმ) და ქალაქის ცენტრთან (17 კმ) უშუალო სიახლოვე.

მიწის ნაკვეთები, რომლის უმცირესი ერთეული 2.000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, შეიძლება იჯარით გაიცეს ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, 50 წლის ვადით.

უნიკალური კონფიგურაცია იძლევა რამდენიმე მიწის ნაკვეთის გაერთიანების შესაძლებლობას, გზებზე და კომუნიკაციებზე წვდომის შეზღუდვის გარეშე.