TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა

იმ სარგებელის გარდა, რომელსაც საქართველო აძლევს ინვესტორებს, თბილისის თავისუფალი ზონა შეღავათების გრძელ ჩამონათვალს გვთავაზობს.

საგადასახადო შეღავათები:

  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან;
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და არ არის შეტანილი მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში;
  • ვაჭრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის გათავისუფლებულია დღგ–ს გადახდისგან;
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს არ აქვთ თანამშრომლების პირადი საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების ვალდებულება;
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოები არ არიან ვალდებულნი შეაფასონ და გადაიხადონ დაბრუნებადი გადასახადი დღგ–ზე (RCVAT);
  • ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ–გან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით;
  • საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან;
  • ვაჭრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს და ქართულ კომპანიას შორის იბეგრება ანგარიშ–ფაქტურის ფასის 4%–ით.

საექსპლუატაციო უპირატესობები:

  • საიმედო ინფრასტრუქტურა;
  • დაბალი საიჯარო ფასები;
  • წარმოშობის ეროვნული სერტიფიკატის უფლება;
  • კომპანიის მარტივი სტრუქტურა;
  • მზა ობიექტები;
  • ელექტროენერგიის დაბალი ტარიფი;
  • საქართველოს უდიდეს სამუშაო რესურსებთან სიახლოვე;
  • დაბალი სალიცენზიო ფასები და გამარტივებული მარეგულირებელი პროცედურები;
  • კომუნალური მომსახურების და კომუნიკაციების დაბალი ხარჯები;
  • ინფრასტრუქტურის მართვის მომსახურება.

შედეგად, კომპანიები მნიშვნელოვან დანაზოგს აკეთებენ საგადასახადო შეღავათების გამო:

  • მოგების გადასახადზე - დაბეგვრადი მოგების 15%;
  • ქონების გადასახადზე - საკუთრების საშუალო საბალანსო ღირებულების 1%;
  • იმპორტის გადასახადზე - იმპორტის ღირებულების 18%–მდე;
  • დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) - 18%;
  • დივიდენდის გადასახადზე - 5%.