TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არსებობს შეზღუდვები კომპანიების უცხოურ საკუთრებაზე ან საკუთრების ფორმაზე. აქედან გამომდინარე თბილისის თავისუფალი ზონის საწარმო შეიძლება დაფუძნდეს ადგილობრივი და უცხოელი ფიზიკური პირების მიერ, ასევე ადგილობრივი და/ან უცხოელი იურიდიული პირების მიერ.

თბილისის თავისუფალ ზონაში რეგისტრაციისთვის შესაფერისი ბიზნეს სტრუქტურების ტიპები:

ინდივიდუალური მეწარმე

მეწარმე, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი კრედიტორების მიმართ, მას არ აქვს სამართალსუბიექტურობა;

ფილიალი

ბიზნეს ორგანიზაციის სტრუქტურული ქვე–ერთეული, რომელიც რეგისტრირებულია, როგორც უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის წარმომადგენლობა;

შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია

იურიდიული პირი, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორების მიმართ შეზღუდულია მისი საკუთრებით. არ არის მოთხოვნილი მინიმალური საწესდებო კაპიტალი. ცალკეულ პირს შეუძლია დააფუძნოს შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია;

სააქციო საზოგადოება

იურიდიული პირი, რომლის მინიმალური საწესდებო კაპიტალი შეადგენს 15.000 ლარს;

კომანდიტური საზოგადოება

იურიდიული პირი, როდესაც რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა (პარტნიორები შეზღუდული პასუხისმგებლობით) კრედიტორების მიმართ იზღუდება განსაზღვრული საგარანტიო თანხით, ხოლო სხვა პარტნიორების (პარტნიორების შეუზღუდავი პასუხისმგებლობით) პასუხისმგებლობა არ იზღუდება;

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება

იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია კერძო ფიზიკური პირების მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორები/დამფუძნებლები ერთობლივად არიან პასუხისმგებელნი თავიანთი საკუთრებით კრედიტორების მიმართ.