TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა

თბილისის თავისუფალი ზონა (TFZ) ოპერირებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებული კომპანიებისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრულ უპირატესობებს/შეღავათებს ითვალისწინებს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს (FIZ საწარმო) ქვემოთ მითითებული საქმიანობები არ მოითხოვს სპეციალურ ლიცენზიებს/ნებართვებს:

  • ახალშობილი ჩვილების და ბავშვების სკვების პროდუქტების წარმოება/დამუშავება;
  • ელექტროენერგიის წარმოება / გადაცემა / განაწილება;
  • ბუნებრივი გაზის განაწილება / ტრანსპორტირება;
  • პროდუქტების ტრანზიტი ვეტერინარულ კონტროლის საფუძველზე;
  • საშიში საქმიანობების ოპერირება;
  • ადგილობრივ მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურებები;
  • პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვები, საერთაშორისო კვოტების საფუძველზე;
  • ფარმაკოლოგიური პროდუქტების კლინიკური კვლევა და წარმოება (სამედიცინო პროდუქტები, ნარკოტიკების გარდა);
  • პირველი და მეორე ჯგუფის ფარმაცევტული საქმიანობები;
  • არა–იოდიზირებული მარილის იმპორტი.

სამშენებლო ნებართვები გაიცემა TFZ-ის მიერ გამარტივებული პროცედურების საფუძველზე.

საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შენობა-ნაგებობებში, კანონით, იკრძალება შემდეგი საქმიანობები:

  • იარაღის/ვაზნების და ჭურვების წარმოება და ვაჭრობა;
  • ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;
  • ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტირება, შენახვა, წარმოება და/ან გაყიდვა;
  • თამბაქოს ნაწარმის და/ან თამბაქოს ნედლეულის იმპორტირება, შენახვა, წარმოება და/ან გაყიდვა;
  • შენობის გამოყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის;
  • აქციზირებული საქონლის იმპორტირება, შენახვა, წარმოება და/ან გაყიდვა.

ურთიერთობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორს და საწარმოს შორის რეგულირდება თბილისის თავისუფალი ზონის წესდების და შესაბამისი რეგისტრაციის / ლიცენზირების / იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.