TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს უფლება აქვთ განახორციელონ ქვემოთ მითითებული საქმიანობები, რომლებიც ექვემდებარება ლიცენზირებას TFZ-ის ადმინისტრატორის მხრიდან:

  • წარმოების საერთო ლიცენზია;
  • საერთო სავაჭრო ლიცენზია;
  • სპეციალური სავაჭრო ლიცენზია (შეზღუდული კონკრეტული სახის საქმიანობებისთვის);
  • IT წარმოების / მომსახურების ლიცენზია;
  • საკონსულტაციო მომსახურების ლიცენზია;
  • საერთო მომსახურების ლიცენზია;
  • ფინანსური მომსახურების ლიცენზია (მათ შორის საბანკო მომსახურების ლიცენზია);
  • სასაწყობე საქმიანობის ლიცენზია;
  • ლოჯისტიკური მომსახურების ლიცენზია.

კომპანიები, რომლებიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ექვემდებარებიან შემდეგ მოსაკრებლებსა და საკომისიოებს:

  • რეგისტრაციის მოსაკრებელი;
  • სალიცენზიო გადასახადები;
  • საიჯარო გადასახადი;
  • დოკუმენტებთან დაკავშირებული ხარჯები (ორიგინალი ლიცენზიის შეცვლის ან გაცემის ასლი, შესწორებები აღნიშნულ ლიცენზიაში და ა.შ.).