TBILISI FREE TIME ZONE

LINKEDIN

თბილისის თავისუფალი ზონაუნიკალური ბიზნეს გარემო

28 მიწის ნაკვეთი ნახვა
თბილისის ინდუსტრიული ზონით უცხოური ფარმაცევტული და მსუბუქი მრეწველობის კომპანიები დაინტერესდნენ

თბილისის ინდუსტრიული ზონით უცხოური ფარმაცევტული და მსუბუქი მრეწველობის კომპანიები დაინტერესდნენ

2016-01-06

თბილისი (BPI) – თბილისის ინდუსტრიული ზონით უცხოური ფარმაცევტული და მსუბუქი მრეწველობის კომპანიები დაინტერესდნენ. ამის შესახებ ზონის ადმინისტრატორ კომპანია შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ რადიო „კომერსანტის” რუბრიკა „საათის თემაში” ექსპლუზიურად ისაუბრა.

ტაბიძე ამ ეტაპზე არ ასახელებს კონკრეტულად რომელი კომპანიები დაინტერესდნენ თბილისის ინდუსტრიულ ზონაში ოპერირებით, თუმცა აცხადებს, რომ კომპანიებთან ახლა მიდის პირობებზე შეთანხმება, ამიტომ არ იქნება მიზანშეწონილი ამაზე წინასწარ საუბარი.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გუშინ, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს” მიენიჭა. კომპანია თიზ-ში მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

ზონაში გუშინვე ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია IT სფეროში მოღვაწე წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა და შემოყვანა.

წინასწარი გათვლებით, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.

„ჯორჯია ტექნოლოჯი პარკი” BitFury Group-ის შვილობილი კომპანიაა. BitFury (www.bitfury.org) მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა ბიტკოინის Blockchain ინფრასტრუქტურის (ინფრასტრუქტურაში იგულისხმება: დატა ცენტრები, სერვერები, ჩიპები) მიმწოდებლებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ბიტკოინ ტრანზაქციების ეფექტურ პროცესინგს.

BitFury-ის ოფისები განთავსებულია სან–ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ჰონგ-კონგში, ლონდონსა და ამსტერდამში, საპროცესინგო ოპერაციებს კი აწარმოებს საქართველოსა და ისლანდიაში.

2014 წლის ივლისში კომპანიამ გორში განათავსა ბიტკოინის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების იმ დროისთვის მსოფლიოში უმსხვილესი საპროცესინგო დატა ცენტრი (20 მგვტ სიმძლავრის). პროექტი განხორციელდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობით.

წყარო