Tbilisi Free Zone

manchester heading triangle 1

პროექტის პროფილი

თბილისის თავისუფალი ზონა: გადასახადებისგან თავისუფალი ბიზნესის გაფართოების საუკეთესო გზა

2016 წლიდან თბილისის თავისუფალი ზონა წარმოადგენს თბილისში მდებარე ერთადერთ გადასახადებისგან თავისუფალ ზონას. თიზ-ში სხვადასხვა ბიზნეს სექტორის 150 კომპანიაა რეგისტრირებული.  საქართველოს მთავრობისგან მიღებული ლიცენზია ბიზნესისთვის საიმედო მომსახურების გარანტიას იძლევა. თიზ-ში კომპანიები უზრუნველყოფილნი არიან სამრეწველო და სასაწყობო ფართით, ეფექტური ეკონომიკური ოპერაციებით და საქართველოს კვალიფიცირებული მუშახელის 80%-თან დაუყოვნებელი წვდომით.

ვრცლად...

2023 წლიდან თიზ-ის მართვა გადაეცა ქართველ და ევროპელ მეწარმეთა ჯგუფს „ზოტი ჰოლდინგს’’, რომელიც შეუდგა თავისუფალი ზონის სწრაფი განვითარების პროგრამის განხორციელებას. თიზ-ი გთავაზობთ სხვადასხვა საოპერაციო ლიცენზიებს და იჯარის მოქნილ პირობებს: დაწყებული მარტივი მიწის იჯარიდან, ინდივიდუალური მომხმარებელის საჭიროებებზე მორეგებული განმავითარებელი საკითხების საბოლოო გადაწყვეტამდე.

ახალი ადმინისტრაციის პირობებში, კომპანიამ გადაწყვიტა ყველა მომხმარებლისთვის დაენერგა „Plug-in & Play“ თავისუფალი ზონის მართვის მოდელი, რაც ნიშნავს, რომ თიზ-ი აშენებს, აერთებს, აღჭურავს და გადასცემს ობიექტებს მოიჯარეების საჭიროებების შესაბამისად, დახმარებას უწევს იურიდიული, საბუღალტრო და საბანკო მხარდაჭერის მოპოვებაში, სამშენებლო და სარემონტო მომსახურების მიღებაში, წარმოშობის სერტიფიკატის მოპოვებაში, ასევე ბიზნესისა და თანამშრომლების რელოკაციის მომსახურების მიღებაში.

KEY COUNTRY ADVANTAGES
A 11 2

თბილისის თავისუფალი ზონის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა

თბილისის თავისუფალ ზონას აქვს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ქ. თბილისის მთავარი სატვირთო სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ – თბილისის აეროპორტიდან და დედაქალაქ თბილისის ხმაურიანი ცენტრიდან 20 წუთის სავალზე. გარდა ამისა, მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრები სულ რაღაც 60-70 კმ-ში მდებარეობს.

სტრატეგიული მდებარეობა იზიდავს ადგილობრივ და საერთაშორისო მოიჯარე კომპანიებს განათავსონ ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი თბილისის თავისუფალ ზონაში. თიზს ასეთი ხელსაყრელი მდებარეობა ზრდის ხელმისაწვდომობას, უზრუნველყოფს საქონლის შეუფერხებელ გადაადგილებას და ხელს უწყობს დანიშნულების ძირითად პუნქტებთან სწრაფ დაკავშირებას.

A 11 2

იოლი ოპერაციები თბილისის თავისუფალ ზონაში (თიზ)

თიზ-ი უნიკალური თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, სადაც საქონლის დამუშავების პროცესი გაცილებით მარტივია. ბიზნესის წარმომადგენლებს არ მოუწევთ საქმის დაჭერა უამრავ რთულ საგადასახადო დოკუმენტებთან და ასევე საბაჟოზე ხანგრძლივი ლოდინი, რაც სხვა შემთხვევაში დამატებით რესურსებს მოითხოვდა. თიზ-ი არის ექსტერიტორიული ზონა და არ ექვემდებარება საქართველოს ეროვნული საბაჟო, სავაჭრო და ფინანსური რეგულაციების უმეტესობას. საბაჟო გაფორმების პუნქტი უშუალოდ თბილისის თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე მდებარეობს, რაც უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების სწრაფ და შეუფერხებელ მიმდინარეობას. არ არსებობს შეზღუდვები მოგებაზე, მისი რეპატრიაცია და 0%-იანი გადასახადით დივიდენდების შეგროვება მეტად გამართული პროცესია.

თიზ-ი კარგად არის მომზადებული სხვადასხვა დარგის მომცველი ფართო სპექტრის საწარმოების მიღებისთვის, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი სპეციალიზებულნი მოწინავე ტექნოლოგიებში, ვაჭრობაში, მომსახურების სფეროში, მსუბუქი მრეწველობის წარმოებაში, დასაწყობებაში თუ სხვა სექტორებში.

შემოგვიერთდით და გახსენით უნიკალური პოტენციალი ბიზნესის წარმართვისთვის თბილისში.

A 44 1
თბილსის თავისუფალი ზონის დასრულებული და იჯარით გაცემული მრავალფუნქციური ობიექტი

თბილისის თავისუფალი ზონის ხარისხის პოლიტიკა

თბილისის თავისუფალი ზონა მუდმივად აუმჯობესებს მომსახურებისა და ოპერაციების ხარისხს და მოქმედებს როგორც თავისუფალ ეკონომიკური ზონა საქართველოში. ხარისხიანი სერვისი იწყება პირველივე კონტაქტიდან პოტენციურ კლიენტთან, რომელსაც სურს დაარეგისტრიროს კომპანია საქართველოში და გააგრძელოს ფუნქციონირება ბიზნეს საქმიანობის განვითარების სრული მხარდაჭერით დაუბეგრავ ზონაში.

საექსპერტო მუშაობის გამოცდილება: გამოცდილი მმართველობითი გუნდი არის გააზრებული გადაწყვეტილებების, ინოვაციური ეფექტურობის და ასევე თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობისას აღმოჩენილი გადაწყვეტილებების გარანტია – კლიენტების კომფორტი ჩვენი გუნდის თითოეული წევრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა; მაშასადამე, ჩვენ მუდმივად ვურთიერთობთ, ვუსმენთ, ვფიქრობთ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ თბილისის თავისუფალი ზონის მომხმარებელთა ყოველდღიურობა.

ევროპული სტანდარტები: ძირითადი ევროპული ღირებულებები აძლიერებს უმაღლესი სტანდარტებისადმი ერთგულებას. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ მომსახურებას, რომელიც ხარისხისა და სრულყოფილების მოწინავე ხაზზე დგას თავისუფალ ზონებთან დაკავშირებული ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. საერთაშორისო წესები და სტანდარტები არ ექვემდებარება განხილვას თიზ-ის გუნდისთვის.

თავისუფალ ზონაში ჩვენ ვაღწევთ აღნიშნულ პოლიტიკას შემდეგი გზით:

  • ჩვენ ვავითარებთ სტრუქტურას და პროცედურებს იმ მომსახურებისთვის, რომელსაც ვთავაზობთ.

  • ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ პროცესის აუდიტს.

  • ჩვენ ყურად ვიღებთ მომხმარებელთა უკუკავშირს.

თბილსის თავისუფალი ზონის დასრულებული და იჯარით გაცემული მრავალფუნქციური ობიექტი

მიიღეთ უფასო კონსულტაცია