თბილისის თავისუფალი ზონის ეფექტური საოპერაციო ბიზნეს მოდელები
საწარმოო პროექტები
სცენარი:
გერმანიის მოქალაქე ერთ დღეში არეგისტრირებს კომპანიას თიზ-ში.
კომპანია ქირაობს მზა სამრეწველო ფართს. კომუნიკაციასთან დაერთებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას ახორციელებს თიზ-ის ადმინისტრაცია. კომპანია იწყებს წარმოებას და მზა პროდუქციის მიწოდებას რეგიონსა და ევროკავშირში. კომპანიას აქვს CT1 და EUR1 სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა წარმოებული პროდუქტებისთვის, რაც უზრუნველყოფს კვოტებისა და გადასახადების გარეშე ვაჭრობას დსთ-ის ქვეყნებში, ევროკავშირში, თურქეთში, უკრაინასა და ჩინეთში.
საგადასახადო უპირატესობები:
0% გადასახადი: იმპორტზე, ექსპორტზე, დღგ-ზე, ქონებაზე, შემოსავალზე და დივიდენდზე.
შესაძლებელია მოგების 100%-ის რეპატრიაცია, ასევე ნებისმიერ დროს დივიდენდის განაღდება გადასახადის გარეშე.
აღნიშნული ქვეყნები თავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან.
სავაჭრო (იმპორტ-ექსპორტი) კომპანია თიზ-ში საწყობის გარეშე
სცენარი:
აზერბაიჯანის მოქალაქე არეგისტრირებს კომპანიას თიზ-ში. თურქეთიდან ყიდულობს პროდუქციას 500,000 აშშ დოლარად. თბილისის თავისუფალ ზონის გავლით, ახდენს მის რეექსპორტს (შენახვის გარეშე) აზერბაიჯანსა და ყაზახეთში 40%-იანი ფასნამატით, რაც შეადგენს 700,000-აშშ დოლარს. შედეგად კომპანია მიიღებს 200,000- აშშ დოლარის მოგებას.
საგადასახადო შეღავათები:
კომპანია იხდის 0%-ს იმპორტ/ექსპორტსა და დღგ-ზე .
კომპანიის დამფუძნებელი რიცხავს 200,000 აშშ დოლარის მოგებას პირად ადგილობრივ საბანკო ანგარიშზე და იხდის 0%-ს მოგების გადასახადზე, 0%-ს დივიდენდის გადასახადზე.
სავაჭრო (იმპორტ-ექსპორტი) კომპანია საწყობით თიზ-ში
სცენარი:
უზბეკეთის მოქალაქე თიზ-ში არეგისტრირებს კომპანიას.
ქირაობს მზა სასაწყობო ფართს ან აშენებს საკუთარს.
უზბეკეთიდან ყიდულობს პროდუქციას $1,000,000-ად და ინახავს თიზ-ში განთავსებულ საწყობში.პროდუქცია ექსპორტზე გადის აზერბაიჯანსა და თურქეთში, 50%-იანი ფასნამატით ($1,500,000), რაც $500,000-ის მოგებას უზრუნველყოფს.
საგადასახადო შეღავათები:
0% გადასახადი – იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე დღგ-ზე.
0% გადასახადი – დამფუძნებელის მიერ დივიდენდის განაღდებაზე.