Tbilisi Free Zone

manchester heading triangle 1

პროექტის პროფილი

თბილისის თავისუფალი ზონა: გადასახადებისგან თავისუფალი ბიზნესის გაფართოების საუკეთესო გზა

2016 წლიდან, თბილისის თავისუფალი ზონა (თიზ) წარმოადგენს ერთადერთ გადასახადებისგან თავისუფალ ზონას დედაქალაქში, 150-ზე მეტი რეგისტრირებული კომპანიით, რომლებიც მრავალ ინდუსტრიას მოიცავს. თიზ გამორჩეულია, როგორც პრემიუმ ბიზნეს ჰაბი მაღალი კლასის სამრეწველო და სასაწყობო ინფრასტრუქტურით, ხარჯთეფექტური ოპერაციებით და საქართველოს კვალიფიციური სამუშაო ძალის 80%-თან პირდაპირი წვდომით. საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული 50-წლიანი ლიცენზია უზრუნველყოფს ბიზნესისთვის სანდო და გრძელვადიან მომსახურებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სხვა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, როგორებიცაა: ფოთის, ქუთაისის და ჰუალინგის ზონები, საკუთარ უპირატესობებს გვთავაზობენ, თბილისის თავისუფალი ზონა (თიზ) უნიკალური სტრატეგიული ჰაბია. მისი ცენტრალური მდებარეობა თბილისში, განვითარებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე, ყოვლისმომცველ სერვისებზე მუდმივი ფოკუსირება მას გამორჩეულს ხდის.

თიზ არის ლიდერი “Plug-in & Play” მოდელის დანერგვაში ყველა მომხმარებლისთვის. რაც გულისხმობს, რომ თიზ აშენებს, აღჭურავს და გადასცემს ობიექტებს მოიჯარეების საჭიროებების შესაბამისად. გარდა ამისა, ის იურიდიულ, საბუღალტრო და საბანკო მომსახურებაში, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში, წარმოშობის სერტიფიკატის მოპოვებაში, ასევე ბიზნესისა და თანამშრომლების განსახლების სერვისებში დამატებით მხარდაჭერას სთავაზობს.”

TFZ-Georgia
A 11 2

თბილისის თავისუფალი ზონის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა

თბილისის თავისუფალ ზონას აქვს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ქ. თბილისის მთავარი სატვირთო სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ – თბილისის აეროპორტიდან და დედაქალაქ თბილისის ხმაურიანი ცენტრიდან 20 წუთის სავალზე. გარდა ამისა, მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრები სულ რაღაც 60-70 კმ-ში მდებარეობს.

სტრატეგიული მდებარეობა იზიდავს ადგილობრივ და საერთაშორისო მოიჯარე კომპანიებს განათავსონ ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი თბილისის თავისუფალ ზონაში.

შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე ფოთის ან დასავლეთ საქართველოში არსებული ქუთაისის თავისუფალი ზონებისგან განსხვავებით,  თიზს ასეთი ხელსაყრელი მდებარეობა ზრდის ხელმისაწვდომობას, უზრუნველყოფს საქონლის შეუფერხებელ გადაადგილებას და ხელს უწყობს დანიშნულების ძირითად პუნქტებთან სწრაფ დაკავშირებას.

A 11 2

იოლი ოპერაციები თბილისის თავისუფალ ზონაში (თიზ)

თიზ-ი უნიკალური თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, სადაც საქონლის დამუშავების პროცესი გაცილებით მარტივია. ბიზნესის წარმომადგენლებს არ მოუწევთ საქმის დაჭერა უამრავ რთულ საგადასახადო დოკუმენტებთან და ასევე საბაჟოზე ხანგრძლივი ლოდინი, რაც სხვა შემთხვევაში დამატებით რესურსებს მოითხოვდა. თიზ-ი არის ექსტერიტორიული ზონა და არ ექვემდებარება საქართველოს ეროვნული საბაჟო, სავაჭრო და ფინანსური რეგულაციების უმეტესობას. საბაჟო გაფორმების პუნქტი უშუალოდ თბილისის თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე მდებარეობს, რაც უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების სწრაფ და შეუფერხებელ მიმდინარეობას. არ არსებობს შეზღუდვები მოგებაზე, მისი რეპატრიაცია და 0%-იანი გადასახადით დივიდენდების შეგროვება მეტად გამართული პროცესია.

თიზ-ი კარგად არის მომზადებული სხვადასხვა დარგის მომცველი ფართო სპექტრის საწარმოების მიღებისთვის, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი სპეციალიზებულნი მოწინავე ტექნოლოგიებში, ვაჭრობაში, მომსახურების სფეროში, მსუბუქი მრეწველობის წარმოებაში, დასაწყობებაში თუ სხვა სექტორებში.

შემოგვიერთდით და გახსენით უნიკალური პოტენციალი ბიზნესის წარმართვისთვის თბილისში.

TFZ 5 scaled 1
1R0A9674 1

თბილისის თავისუფალი ზონის ხარისხის პოლიტიკა

თბილისის თავისუფალი ზონა მუდმივად აუმჯობესებს მომსახურებისა და ოპერაციების ხარისხს და მოქმედებს როგორც თავისუფალ ეკონომიკური ზონა საქართველოში. ხარისხიანი სერვისი იწყება პირველივე კონტაქტიდან პოტენციურ კლიენტთან, რომელსაც სურს დაარეგისტრიროს კომპანია საქართველოში და გააგრძელოს ფუნქციონირება ბიზნეს საქმიანობის განვითარების სრული მხარდაჭერით დაუბეგრავ ზონაში.

საექსპერტო მუშაობის გამოცდილება: გამოცდილი მმართველობითი გუნდი არის გააზრებული გადაწყვეტილებების, ინოვაციური ეფექტურობის და ასევე თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობისას აღმოჩენილი გადაწყვეტილებების გარანტია – კლიენტების კომფორტი ჩვენი გუნდის თითოეული წევრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა; მაშასადამე, ჩვენ მუდმივად ვურთიერთობთ, ვუსმენთ, ვფიქრობთ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ თბილისის თავისუფალი ზონის მომხმარებელთა ყოველდღიურობა.

ევროპული სტანდარტები: ძირითადი ევროპული ღირებულებები აძლიერებს უმაღლესი სტანდარტებისადმი ერთგულებას. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ მომსახურებას, რომელიც ხარისხისა და სრულყოფილების მოწინავე ხაზზე დგას თავისუფალ ზონებთან დაკავშირებული ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. საერთაშორისო წესები და სტანდარტები არ ექვემდებარება განხილვას თიზ-ის გუნდისთვის.

თავისუფალ ზონაში ჩვენ ვაღწევთ აღნიშნულ პოლიტიკას შემდეგი გზით:

  • ჩვენ ვავითარებთ სტრუქტურას და პროცედურებს იმ მომსახურებისთვის, რომელსაც ვთავაზობთ.

  • ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ პროცესის აუდიტს.

  • ჩვენ ყურად ვიღებთ მომხმარებელთა უკუკავშირს.

1R0A9674 1

მიიღეთ უფასო კონსულტაცია