საქართველო განაგრძობს ეკონომიკური ზრდის სტაბილურ დინამიკას რეგიონში. ქვეყნის ეკონომიკის საყრდენი სექტორებია მომსახურება, სამშენებლო ბიზნესი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
2023 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.8 %-ით, რაც უმეტესად გამოწვეული იყო ძლიერი ტურიზმით, ექსპორტის ზრდითა და შიდა მოხმარების აქტივობით.
2024 წელს ეკონომიკამ აჩვენა კიდევ უფრო მაღალი ტემპი — ზრდა შეადგინა დაახლოებით 9.4 %, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მთლიანად კონტინენტზე.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა კვლავ შეინარჩუნებს პოზიტიურ ტენდენციას და ზრდა სავარაუდოდ იქნება 6–7 % დიაპაზონში. ეს მიანიშნებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე.
გლობალური აღიარება
ქვეყნის შთამბეჭდავი პროგრესი ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაში კარგად იყო დოკუმენტირებული რამდენიმე საერთაშორისო ინდექსში. ეფექტიანი სამართლებრივი ბაზა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად ბიუროკრატიულ ქვეყნად აქცევს. ბიზნესის დასაწყებად ან უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად მხოლოდ ერთი დღე დაგჭირდებათ.
-
VII ადგილი ბიზნესის წარმართვის სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის ვერსიით
-
I ადგილი რეგიონის 19 ქვეყანას შორის (ევროპა და ცენტრალური აზია) – კორუფციის აღქმის ინდექსი
-
ფრეიზერის ინსტიტუტი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ – საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება – III ადგილი
-
V ადგილი - მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა
-
Heritage Foundation - «ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი» – XXII ადგილი 178 ქვეყანას შორის.