Tbilisi Free Zone

manchester heading triangle 1

შესავალი

თიზ: საქართველოში ბიუროკრატიისგან თავისუფალი ზონა თქვენი ბიზნესის გაფართოებისთვის

თბილისის თავისუფალი ზონა, ერთადერთი თავისუფალი ეკონომიკური ზონა თბილისში, საწარმოებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაონ გამარტივებულ საქმიან გარემოში მინიმალური ბიუროკრატიით. ეს არის საქართველოს სხვადასხვა კანონით გათვალისწინებული გადასახადებისგან თავისუფალი ზონის ტიპი, სადაც გამოიყენება ბიზნესისთვის ხელსაყრელი წესები და საგადასახადო/საბაჟო და მარეგულირებელი სისტემა.

როგორც ერთ-ერთი თავისუფალი ზონა საქართველოში, თბილისის თიზ-ი უზრუნველყოფს გამარტივებულ იმპორტისა და ექსპორტის პროცედურებს, საბაჟო უპირატესობებს და შეუდარებელ შესაძლებლობებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გლობალური გაფართოებისკენ მიისწრაფიან.

თიზ- ის ძირითადი მახასიათებლებია:

თიზ-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მისი 100%-იანი მუდმივი გათავისუფლება ყველა კორპორაციული გადასახადისგან. თავისუფალ ზონაში მოქმედ ბიზნესს შეუძლია გადასახადების დაზოგვა. დივიდენდების გატანა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით ან მფლობელის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით ნებისმიერ დროს, რაც ბიზნესს ფინანსური მოქნილობის საშუალებას აძლევს.

როგორც ერთ-ერთი წამყვანი გადასახადებისგან თავისუფალი ზონა საქართველოში — თბილისის თიზ-ი საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს ხარჯთეფექტურ გარემოს, რაც მათ საშუალებას აძლევს მაქსიმალურად გაზარდონ მოგება და გააფართოონ საქმიანობა გლობალურ ბაზრებზე.

სახელმწიფო ლიცენზიებისგან/ნებართვებისგან გათავისუფლება

თიზ-ში მოქმედი საწარმოები თავისუფლდებიან სხვადასხვა სახის ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების ვალდებულებისაგან, რომლებიც, როგორც წესი, საჭიროა გარკვეული ტიპის საქმიანობისთვის, რაც გამორიცხავს ადმინისტრაციულ ტვირთს და ზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსებს.

მსგავსი უპირატესობები განასხვავებს თბილისის თიზ-ს სხვა ქვეყნების გადასახადებისგან თავისუფალი ზონებისგან, სადაც გამარტივებული პროცედურები მეწარმეებს აძლევს საშუალებას კონცენტრირდნენ ზრდაზე და არა ბიუროკრატიაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებლობა

თიზ-ი მოქმედებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებლად, როგორიცაა მერია და მუნიციპალიტეტები, რაც გამორიცხავს მასში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ბიუროკრატიული ოპერაციების თითქმის სრულ არსებობას.

ამ მიდგომით თავისუფალი ეკონომიკური ზონები საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ საინვესტიციო გარემოს.

მოქნილი სავალუტო გადახდები

თბილისის თიზ-ის ფარგლებში, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს შეუძლიათ გადახდები განახორციელონ ნებისმიერ ვალუტაში, რაც გამორიცხავს კონვერტაციის აუცილებლობას და ამარტივებს საერთაშორისო ტრანზაქციებს.

აღნიშნული უპირატესობით, თბილისის თავისუფალი ზონა იკავებს მოწინავე პოზიციებს, რეგიონში არსებულ სხვა მიმზიდველ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს შორის, რაც შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს შეუფერხებლად იმუშაონ მულტისაფინანსო სისტემებში.

გამარტივებული საბაჟო პროცედურები

თბილისის თავისუფალი ზონა უზრუნველყოფს გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს და აქვს ზონის ტერიტორიაზე მოხერხებულად განლაგებული საბაჟო საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რაც უზრუნველყოფს საწარმოებისთვის სწრაფ საიმპორტო და საექსპორტო ოპერაციებს.
აღნიშნული ეფექტურობა აძლიერებს საქართველოში თავისუფალი ზონების  ფუნქციონირებას და აჩქარებს კომპანიების დაკავშირებას რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებთან.

ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან კვოტების გარეშე და გადასახადებით დაუბეგრავი ვაჭრობის შესაძლებლობები

თბილისის თავისუფალ ზონაში მდებარე კომპანიებს შეუძლიათ სარგებელი მიიღონ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებიდან, რომლებიც საქართველომ გააფორმა ევროკავშირთან (EU), თურქეთთან, ჩინეთთან, უკრაინასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან.
ეს შეთანხმებები საშუალებას აძლევს თიზ-ში საწარმოო პროექტებს აწარმოონ კვოტების გარეშე და გადასახადებით დაუბეგრავი ვაჭრობა ამ სამიზნე ბაზრებთან.

ამგვარი უპირატესობებით, თავისუფალი ზონები საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისის თავისუფალი ზონა, არის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა ევროპის, დსთ-სა და ჩინეთის მაშტაბურ და ეკონომიკურად განვითარებულ ბაზრებზე დასამკვიდრებლად.

გადასახადებისგან თავისუფალი ზონა – გლობალური და რეგიონული ვაჭრობისა და წარმოების ხელშეწყობა

თიზ-ი არ წარმოადგენს ოფშორს, მაგრამ იგი ემსახურება გლობალური და რეგიონული ვაჭრობისა და წარმოების ხელშეწყობის მიზანს, ინფორმაციის გაცვლასა და ბიზნესის აუთსორსინგს სრულად მეწარმეების საკეთილდღეოდ, რომლებსაც არ შეუძლიათ ეროვნულ მთავრობებთან ინდივიდუალური უპირატესობების შესახებ მოლაპარაკებების წარმართვა.

საქართველოს გადასახადებისგან თავისუფალ ზონებს შორის თბილსის თავისუფალი ზონის საოპერაციო უპირატესობები, მოსახერხებელ მდებარეობასთან ერთად, დამატებით სტიმულს აძლევს ბიზნესს, ვისაც ს

მიიღეთ უფასო კონსულტაცია