2026 წლის 1-3 აპრილს, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბაქოს ეწვია. ვიზიტის მთავარ მიზანი იყო აზერბაიჯანულ ბიზნესწრეებთან პარტნიორობის გაძლიერება, ასევე ვაჭრობისა და წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში, თიზ-ის წარმომადგენლებმა გამართეს B2B შეხვედრები იმ კომპანიებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ვაჭრობასა და ინდუსტრიულ საქმიანობაში და გეგმავენ ბიზნესის დაწყებას საქართველოში .
აღნიშნულმა შეხვედრებმა აზერბაიჯანულ მხარეს მისცა შესაძლებლობა, დეტალურად გაცნობოდა თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ოპერირების უპირატესობებს, მათ შორის:
- ეფექტური საგადასახადო სისტემა : როგორც ერთ-ერთი წამყვანი თავისუფალი ეკონომიკური ზონა საქართველოში, თიზ უზრუნველყოფს 100%-ით გათავისუფლებას გადასახადებისგან, რაც საუკეთესო პირობაა რეინვესტირებისთვის.
- წვდომა გლობალურ ბაზრებზე: თბილისის თავისუფალი ვაჭრობის ზონა კომპანიებს სთავაზობს უნიკალურ შანსს, ისარგებლონ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით და უპრობლემოდ გავიდნენ ევროკავშირის, დსთ-ს, თურქეთის, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრებზე.
- მზა ინფრასტრუქტურა: კომპანიებს აქვთ წვდომა „plug-and-play“ ტიპის ინფრასტრუქტურასთან, რაც მოიცავს თანამედროვე სასაწყობე და სპეციალიზებულ საწარმოო ფართებს.
- სწრაფი რეგისტრაცია: მათთვის, ვისაც სურს კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში, მოქმედებს გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურები მინიმალური ბიუროკრატიით.
აზერბაიჯანულმა კომპანიების მხირდან გამოვლინდა მაღალი ჩართულობა და დაინტერესება. აღნიშნული ინტერესი მიუთითებს საქართველოში კომპანიის დაფუძნების მზარდ მოთხოვნაზე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ხელს უწყობს იმ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში კომპანიის რეგისტრაციით და სურთ საკუთარი საქმიანობის სტაბილურ და ხელსაყრელ გარემოში გლობალურ დონეზე გაფართოება.