Tbilisi Free Zone

თბილისის თიზ-ი როგორც ბიზნესის ჰაბი რეგიონში

20-22 მაისს, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) ხელმძღვანელობამ მონაწილეობა მიიღო ტაშკენტში გამართულ ბიზნეს-ფორუმში „უზბეკეთი–საქართველო“.

Screenshot 2025 06 11 at 19.41.06

ფორუმის ფარგლებში, თიზ-ის მმართველმა პარტნიორმა იოსებ ნიბლაძემ ისაუბრა  თიზ-ის ოპერაციულ შესაძლებლობებზე, მოქნილ ბიზნესმოდელზე და ზონის გრძელვადიან განვითარების სტრატეგიაზე.

გაჟღერდა მთავარი გზავნილები: 

  • თბილისის თიზ-ი – როგორც ეფექტური პლატფორმა  საწარმოო და სავაჭრო საქმიანობისთვის (იმპორტი/ექსპორტი) რეგიონში .
  • თიზ-ი კომპანიებს სთავაზობს მზა ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურას და  მიწის ნაკვეთებს გრძელვადიანი იჯარით, რაც ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და საინვესტიციო პროცესს ამარტივებს.

შეხვედრები ასევე გაიმართა პოტენციურ პარტნიორებთან და პერსპექტიულ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში და რეგიონში საქმიანობის გაფართოებით.