- იანვარი 14, 2025
- Posted by: Nino Mchedlishvili
- Category: Uncategorized

2024 წელი თბილისის თავისუფალი ზონისთვის (TFZ) მნიშვნელოვანი გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა. ზონაში მოქმედი კომპანიების რიგს სხვა მრავალ სამრეწველო თუ სავაჭრო კომპანიასთან ერთად შეუერთდა შპს “იასა ჯორჯია,” რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ავიალაინერებისთვის, მათ შორის ბოინგისთვის სავარძლის მთავარ ალუმინის კომპონენტებს.
“იასა ჯორჯია”: ინოვაცია და მაღალი სტანდარტები
შპს “იასა ჯორჯია”-ს თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინიცირებული პროექტი არის ამ კომპანიის საერთაშორისო აქტივობის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის ავიაციის კომპონენტების წარმოებაზე. კომპანიის გადაწყვეტილება აერჩია თბილისის თავისუფალი ზონა თავისი საწარმოს ლოკაციად მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, საგადასახადო შეღავათებს, თბილისის თიზ-ის შეთავაზებებს და ლოგისტიკურ უპირატესობებს.

კომპანია აწარმოებს ბოინგის სამგზავრო თვითმფრინავებისთვის სავარძლის კომპონენტებს. ეს ნაწარმი აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს და მაღალი სტანდარტების მასალებს, რაც უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტსა და უსაფრთხოებას. “იასა ჯორჯია”-ს წარმოება აერთიანებს ინოვაციურ დიზაინს, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს და საერთაშორისო სტანდარტებს.
რატომ TFZ?
თბილისის თავისუფალი ზონა (TFZ) უკვე წლებია, რაც გლობალური და ადგილობრივი ბიზნესებისთვის სტრატეგიულ ლოკაციად იქცა. ზონის ძირითადი უპირატესობები, რომლებიც “იასა ჯორჯია”-მ გამოიყენა, მოიცავს:
- საგადასახადო შეღავათები: TFZ-ში რეგისტრირებული კომპანიები მუდმივად გათავისუფლებული არიან მოგების, იმპორტისა და ქონების გადასახადებისგან.
- სტრატეგიული მდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე და მარტივი წვდომა ევროპისა და აზიის ბაზრებზე.
- ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა: TFZ-ის ადმინისტრაციის მიერ უზრუნველყოფილი თანამედროვე სასაწყობე/სამეწარმეო სივრცეები და მაღალი ხარისხის ადგილობრივი სერვისები, მათ შორის სწრაფი და ხარისხიანი კომუნალური უზრუნველყოფა
- მარტივი ადმინისტრირება: ბიუროკრატიისგან თავისუფალი ბიზნეს პროცესები, გამარტივებული საბაჟო და ბუღალტრული რეგულაციები.

“იასა ჯორჯია”-ის დირექტორი მარკუს მიულერი: “თბილისის თავისუფალი ზონა გახდა იდეალური პარტნიორი ჩვენი კომპანიის გლობალური სტრატეგიისთვის. ჩვენ ვხედავთ უდიდეს პოტენციალს საქართველოს, როგორც ინოვაციური წარმოების ჰაბის განვითარებაში.”
ეკონომიკური სარგებელი და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა
“იასა ჯორჯია”-ის მიერ წარმოებული კომპონენტები ექსპორტზე გადის სხვადასხვა ევროპულ ბაზრებზე, რაც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას. ამასთანავე, პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, რაც დადებითად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე.
“კომპანიის ჩართვა თბილისის თავისუფალ ზონაში ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც რეგიონული ბიზნესის მძლავრი პლატფორმის, მნიშვნელობას,” – განაცხადა TFZ-ის მმართველმა პარტნიორმა იოსებ ნიბლაძემ. “ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ასეთი ინოვაციური და ამავდროულად მაღალტექნოლოგიური პროექტები ჩვენს ინდუსტრიულ ზონაში ხორციელდება.”
ავიაციის ინდუსტრიის განვითარების ახალი ეტაპი
“იასა ჯორჯია”-ის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც წარმოადგენს ავიაციის ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელოვან ნაბიჯს. კომპანია გეგმავს წარმოების გაფართოებას, მათ შორის სავარძლების სრული პროდუქტის სახით წარმოებას თბილისის თიზ-ში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება როგორც თბილისის თიზ-ის, ისე ქვეყნის, როგორც საწარმოო ჰაბის, ცნობადობის ამაღლების კუთხით.
დასკვნა
შპს “იასა ჯორჯია “-ს თბილისის თავისუფალ ზონაში მოქმედება ახალი ეტაპია საქართველოს ეკონომიკაში ავიაციის ინდუსტრიის, ამავდროულად თანამედროვე ტექნოლოგიების დარგის აქტორების მოზიდვის პროცესში. მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტები და მართვის ინოვაციური მიდგომები ქმნის წინაპირობას, რომ TFZ-მ განაგრძოს პოზიციონირება როგორც მიმზიდველი პლატფორმა გლობალური თუ რეგიონული ინვესტორებისთვის.