- მარტი 13, 2025
- Posted by: Nino Mchedlishvili
- Category: Uncategorized

ინდუსტრიული ზონის უპირატესობები ინვესტორებისთვის მიმზიდველი პირობების მქონე პლატფორმას წარმოადგენენ, რადგან ისინი სთავაზობენ საგადასახადო შეღავათებს, გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს, ბიუროკრატიისგან თავისუფალ და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს. საქართველოში რამდენიმე თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფუნქციონირებს, თბილისში, ასევე ქუთაისის და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების სახით.
თიზ-ების ისტორია საქართველოში დაახლოებით 15 წელს ითვლის, საიდანაც პირველი ათეული წელი საკმაოდ ნელი განვითარების ტემპს მოიცავს. ეს დაკავშირებული იყო მრავალ მაკრო თუ მიკრო ხასიათის პრობლემასთან და გამოწვევასთან, დაწყებული ცნობადობის არარსებობიდან და ინვესტორთა უნდობლობიდან, დამთავრებული ინვესტიციების ინტერესებს ნაკლებად მორგებული კანონმდებლობითა და თიზ-ების ადმინისტრატორთა მხრიდან ამ სპეციფიკური ბიზნეს მოდელის არასწორხაზოვანი მართვის გამო.
თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში რეგულატორული გარემოს გაუმჯობესების, გამოცდილების მიღებისა და ცნობადობის ზრდის გათვალისწინებით, თიზ-ებმა დაიწყეს ადგილის დამკვიდრება ქვეყანაში როგორც პირადპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ისე ეკონომიკური დოვლათის ზრდის კუთხით. თიზ-ებში რეგისტრირებული ასობით კომპანია აქტიურ მონაწილეობას იღებენ ქვეყნის სამრეწველო და სავაჭრო ბრუნვების ზრდაში, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თიზ-ებს რეგიონულ თუ ლოკალურ კონტექსტში საკმაოდ მჭიდრო კონკურენტულ გარემოში უწევთ ოპერირება. თურქეთთან და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ერთად უფრო ფართო რეგიონულ ჭრილში ემირატების თავისუფალი ზონები საკმოდ ფართო შეთავაზებებს ქმნიან მრავალფეროვანი სპეციალური საოპერაციო პირობების შეთავაზების კუთხით.
ამასთან უშუალოდ ქვეყნები, თავიანთი იურისდიქციების ფარგლებში, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ კონკურენტულ გარემოში. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა განასხვავებს და რატომ არის ინდუსტრიული ზონის უპირატესობები ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი უშუალოდ საქართველოს, როგორც ზოგადი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასთან შედარებით.

უპირატესობები
- სტრატეგიული მდებარეობა: ინდუსტრიული ზონის უპირატესობები საქართველოში განპირობებულია მათი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციებზე განლაგებით, მათ შორის ეს გახლავთ პირველ რიგში დედაქალაქი, თბილისი, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას საქართველოში მნიშვნელოვან სერვისებთან, მათ შორის შრომის ბაზართან. ეს ხელს უწყობს ბიზნეს პარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის გამარტივებას, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ლოჯისტიკურად თიზ-ები განლაგებულია კომფორტულ ლოკაციებზე სხვადასახვა თვალსაზრისით, მათ შორის პორტები (ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა), რკინიგზის ტერმინალები, აეროპორტები (თბილისის და ჰუალინგის თავისუფალი ზონები) და სხვა.
- საგადასახადო გარემო: თიზ-ები კომპანიებს სთავაზობენ 100%-ით მუდმივ გათავისუფლებას ყველა კორპორატიული გადასახადისგან. დივიდენდების გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო გადარიცხვით მფლობელის ანგარიშზე. ეს მნშვნელოვანი ბენეფიტია, ვინაიდან კომპანიებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ეკონომია გააკეთონ ოპერირების საწყის ეტაპზევე პროდუქციისა და მანქანა-დანადგარების იმპორტის 0-ვანი გადასახადით, ასევე მნიშვნელოვანი შეღავათია მოგებისა და დივიდენდის გადასახადის არარსებობა, რაც მოგების მარჟის დაახლოებით 20%-ის ეკონომიას ნიშნავს.
- განვითარებული ინფრასტრუქტურა: თიზ-ები მათ შორის განსაკუთრებით თბილისის თიზ სთავაზობს თანამედროვე ინფრასტრუქტურას მზა შენობების და დაერთებული კომუნიკაციების სახით, რაც მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ფინანსური კომფორტია კომპანიებისთვის, ვინაიდან მატ არ უწევთ დროისა და კაპიტალის რესურსების ინტეგრირება ამ მიმართულებით.
- Easy Entry & Easy Exit. თიზ-ებში დაშვებულია მხოლოდ იჯარა, რაც გარკვეულწილად კომფორტია კომპანიებისთვის. იმ ფონზე, როდესაც ადმინისტრატორებიც თიზ-ში კომპანიებს სთავაზობენ მარტივად შესვლისა და გასვლის პირობებს, განვითარებული ინფრასტრუქტურის ფონზე, კომპანიებს ნაკლებად მძიმე ფინანსური რისკები უჩნდებათ და შესაბამისად, უფრო მარტივას და სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას თიზ-ში საქმიანობის დაწყებაზე.
- თიზ-ი როგორც პარტნიორი: თიზ-ში ინვესტორებს საკმაოდ სოლიდური თანამდგომი ყავთ, უშუალოდ ადმინისტრატორის სახით. თუკი თიზ-ის გარეთ საქართველოს ტერიტორიაზე კომპანიებს საკუთარი რესურსით უწევთ საოპერაციო/ორგანიზაციული თუ სხვა ადმინისტრაციული საკიტხების მოგვარება, თიზ-ებში კომპანიებს ხვდება თანამდგომი, თიზ-ის მესაკუთრის სახით, რომელიც აქტიურად ცდილობს ხსენებული საკითხების მოგვარებაში დაეხმაროს ინვესტორს.
თუმცა, მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი უპირატესობებისა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც სურთ გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებები და ეძებენ ადგილობრივი ფინანსური რესურსების მობილიზების გზებს, მათთვის შესაძლოა უფრო რენტაბელური და სტრატეგიულად გამართლებული იყოს თიზ-ების გარეთ ოპერირება, ვინაიდან მათ ეძლევათ საშუალება შეიძინონ საკუთრებაში უძრავი ქონება, ამავდროულად გამოიყენოს ის ადგილობრივი სტრუქტურებიდან ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის კუთხით.
დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ინდუსტრიული ზონის უპირატესობები კომფორტულ გარემოს ქმნის ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ ეფექტურ და მომგებიან პლატფორმას ბიზნესის დასაწყებად. თიზ-ების ზემოხსენებული ბენეფიტები ხელსაყრელ გარემოს ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ ეფექტურ და მომგებიან პლატფორმას ბიზნესის დაწყებისთვის.