თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (თიზ) მთელ მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდის მძლავრ ინსტრუმენტად იქცა. საგადასახადო შეღავათებისა და გამარტივებული რეგულაციების გარდა, თიზ-ის მიმზიდველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფაა. სწორედ კარგად განვითარებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქმნის იმ საიმედო საძირკველს, რომელზეც კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი საქმიანობის ეფექტიანად დაგეგმვა და განხორციელება.
ეს სტატია ეძღვნება თიზ-ების ინფრასტრუქტურულ ასპექტებს და იმას, თუ რატომ არის ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის.
რას მოიცავს თბილისის თავისუფალი ზონის ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული უპირატესობები

თთზ-ის ინფრასტრუქტურა მრავალკომპონენტიანია და მოიცავს ყველა იმ ფიზიკურ და ორგანიზაციულ სისტემას, რომელიც აუცილებელია ზონაში მოქმედი საწარმოების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის. ძირითადი ელემენტებია:
- მიწა და შენობა-ნაგებობები:
- სამრეწველო ნაკვეთები: მომზადებული მიწის ნაკვეთები, სადაც კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი საწარმოო, სასაწყობო ან საოფისე შენობების აშენება. ეს ნაკვეთები უკვე უზრუნველყოფილია ძირითადი კომუნიკაციებით.
- მზა საწარმოო და სასაწყობო ფართები: თბილისის თავისუფალი ზონა კომპანიებს ვთავაზობთ უკვე აშენებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საწარმოო და სასაწყობე ფართებს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც თავიანთ პროექტებს საქართველოში ახლად იწყებენ და განეკუთვნებიან სტარტაპერების კატეგორიას. მათთვის რისკის მაჩვენენებელი საწყის ეტაპზე მაღალია, რაც განაპირობებს მათ ფრთხილ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი დროისა და კაპიტალის დაბანდების კუთხით. მზა შენობები მათთვის იდეალური შეთავაზებაა, ვინაიდან სახსრები მთლიანად მიმართულია საოპერაციო ოპტიმიზაციაზე და სწრაფ კომერციალიზაციაზე.
- “Build-to-Suit” (აშენება-მორგების) ოფციები: ინვესტორს ვთავაზობთ მის სპეციფიკურ მოთხოვნებზე მორგებული შენობის აშენებას. ასეთი პრაქტიკაც მნიშვნელოვანი მოთხოვნადი ელემენტია თიზ-ის განვითარების კუთხით, ვინაიდან ინვესტორი ამ გზით იღებს ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურულ მოწყობას, რაც მას სჭირდება ეფექტური და სწრაფი განვიტარებისთვის.
- კომუნალური მომსახურება (Utilities):
- ელექტროენერგია: საიმედო და უწყვეტი ელექტრომომარაგება, შემცირებული ტარიფებით, რაც თბილისის თიზ-ს უნიკალურს ხდის. განხორციელებეული მნიშვნელოვანი ინვესტიციის შედეგად თბილისის თიზ-ი კომპანიებს დამატებით სთავაზობს მაღალი სიმძლავრებს, სწრაფ დაერთების ვადებს და სტაბილურ ელექტრომომარაგებას.
- წყალმომარაგება და კანალიზაცია: სამრეწველო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის საკმარისი წყლის რესურსი და გამართული საკანალიზაციო სისტემა.
- ბუნებრივი აირი: საჭიროების შემთხვევაში, როგორც სამრეწველო პროცესებისთვის, ისე საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.
- მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და სატელეკომუნიკაციო ქსელები: თანამედროვე ბიზნესისთვის აუცილებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და საიმედო სატელეფონო კავშირი, რაც უზრუნველყოფილია თბილისის თიზ-ში.
- სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა და ლოგისტიკა:
- შიდა საგზაო ქსელი: კარგად დაგეგმილი და მოასფალტებული შიდა გზები ზონის ტერიტორიაზე, რომელიც უზრუნველყოფს მძიმე ტვირთის შეუფერხებელ გადაადგილებას.
- კავშირი ძირითად მაგისტრალებთან: მარტივი წვდომა ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო არტერიებთან.
- სიახლოვე სატრანსპორტო კვანძებთან: საერთაშორისო აეროპორტებთან (TFZ მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს), და სარკინიგზო მაგისტრალთან.
- საბაჟო პუნქტები: თიზ-ის ტერიტორიაზე განთავსებული სრულად აღჭურვილი საბაჟო გაფორმების პუნქტი აჩქარებს და ამარტივებს იმპორტ-ექსპორტის პროცედურებს.
- უსაფრთხოება:
- დაცული პერიმეტრი: ზონის ტერიტორია შემოღობილია და კონტროლდება.
- 24/7 ვიდეომეთვალყურეობა და დაცვის სამსახური: უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად.
- საშვთა სისტემა და დაშვების კონტროლი: ზონის ტერიტორიაზე არასანქცირებული პირების შესვლის თავიდან ასაცილებლად.
- დამხმარე ინფრასტრუქტურა და სერვისები:
- ადმინისტრაციული შენობები: თბილისის თიზ-ი მუდმივად განაგრძობს ზრუნვას თიზ-ში საოპერაციო კომფორტის გაუმჯობესების კუთხით, ამ კუთხით კომპანიებს ვთავაზობთ საოფისე ფართებს მოკე ვადიანი და გრძელვადიანი ქირავნობისთვის.
- საკონფერენციო დარბაზები და შეხვედრების ოთახები. სურვილის შემთხვევაში კომპანიებს ექნებათ წვდომა საკონფერენციო, საბანკეტო სივრცეებსა და შეხვედრების ოთახებზე
- კვების ობიექტები, ბანკომატები და სხვა სერვისები თიზ-ის ადმინისტრატორი გეგმავს 2026 წლისთვის თიზ-ში კვების ობიექტის განთავსებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა თთზ-ისთვის?
- ოპერაციული ეფექტიანობა: გამართული ინფრასტრუქტურა ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და ზრდის პროდუქტიულობას.
- საიმედოობა: უწყვეტი კომუნალური მომსახურება და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების სტაბილურობას.
- ინვესტიციების მოზიდვა: თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელსაც ინვესტორები ითვალისწინებენ თთზ-ის არჩევისას.
- კონკურენტული უპირატესობა: კარგად აღჭურვილი თთზ უფრო მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის.
- თანამშრომლების კეთილდღეობა: კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო ხელს უწყობს კადრების მოზიდვასა და შენარჩუნებას.
მაღალი სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია. ის არა მხოლოდ უზრუნველყოფს ზონაში მოქმედი კომპანიების ეფექტიან და შეუფერხებელ მუშაობას, არამედ ზრდის თავად ზონის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ასპარეზზე. თბილისის თავისუფალი ზონა, აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, რათა კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში.