Tbilisi Free Zone

manchester heading triangle 1

საქმიანობის და ლიცენზიების სახეები

თბილისის თავისუფალ ზონაში მოქმედი კომპანიებისთვის საჭირო ლიცენზიები: კომპლექსური სახელმძღვანელო 

სამრეწველო ლიცენზია

კომპანიებისთვის, რომლებიც ეწევიან ნედლეულის გადამუშავებას, წარმოებას, აწყობას/დაშლას, საბოლოო პროდუქციის შეფუთვასა და რეალიზაციისთვის.

სპეციალური სავაჭრო ლიცენზია

კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან იმპორტით/ექსპორტით, დისტრიბუციით, ერთი სახეობის პროდუქციის დასაწყობებითა და ვაჭრობით (მაგალითად, სამშენებლო მასალების, ელექტრომოწყობილობის) შემდგომი დამუშავების გარეშე.

გენერალური სერვის-ლიცენზია

რამდენიმე მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის.

გენერალური სავაჭრო ლიცენზია

კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან იმპორტით/ექსპორტით, დისტრიბუციით, რამდენიმე სახის საქონლის შენახვითა და ვაჭრობით შემდგომი დამუშავების გარეშე.

მომსახურების ლიცენზია

კომპანიებისთვის, რომლებიც გარკვეული სახის მომსახურებას აწვდიან.*

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

 თავისუფალი ზონის საწარმოს კანონით ეკრძალება საქართველოს რეზიდენტი კომპანიებისთვის მომსახურების გაწევა.

ეს ლიცენზიები სავალდებულოა თბილისის თავისუფალ ზონაში (თთზ) რეგისტრირებული კომპანიებისთვის და მათი მიღება აუცილებელია სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად. ეს არის შიდა დოკუმენტები, რომლებსაც გასცემს თბილისის თავისუფალი ზონის ადმინისტრატორი და საჭიროებს ყოველწლიურ განახლებას. დარწმუნდით, რომ თთზ-ში თქვენი კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ასევე იცავთ სახელმწიფო სალიცენზიო მოთხოვნებს.

მიიღეთ უფასო კონსულტაცია