- თებერვალი 24, 2025
- Posted by: Nino Mchedlishvili
- Category: Uncategorized

2024 წლის შეჯამება აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს წელი თბილისის თავისუფალი ზონის (TFZ) განვითარებისთვის. მიუხედავად გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკური გამოწვევებისა, ზონამ შეძლო პოზიციების განმტკიცება, საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება.
ინვესტიციები და ბიზნესის ზრდა 2024 წლის შეჯამებაში
წლის განმავლობაში TFZ-ში მკვეთრად მოიმატა კომპანიების რეგისტრაციამ, განსაკუთრებით იმ ინდუსტრიებში, რომლებიც ორიენტირებულნი არიან გადამუშავებაზე, დასაწყობებასა და ექსპორტზე. ზონის საგადასახადო შეღავათებმა და სტრატეგიულმა მდებარეობამ კიდევ უფრო გაზარდა მისი მიმზიდველობა ინვესტორებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ კუთხით თიზ-ის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა მზა შენობა-ნაგებობებში და მომსახურებებში.
ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებები
2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. TFZ-ში გასამმაგდა სასაწყობე და საწარმოო სივრცეები, რაც კომპანიებს მისცა მეტი მოქნილობა და ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა.

დაინერგა ახალი on-site სერვისები, რომელმაც კომპანიებს მისცა მეტი საოპერაციო კომფორტი საწყის ეტაპზევე, მათ შორის ტვირთების მომსახურეობა, საბაჟო-საბროკერო სერვისები, ტრანსპორტირება, დასუფთავება და სხვა.
საერთაშორისო თანამშრომლობა და ახალი შესაძლებლობები
2024 წლის შეჯამება აჩვენებს, რომ TFZ-მ მნიშვნელოვნად გააფართოვა საერთაშორისო კონტაქტები, განახორციელა მიზნობრივ ბაზრებზე ვიზიტები და წარმართა ათეულობით ორმხრივი შეხვედრა, ასევე იმონაწილეა სხვადასხვა ბიზნეს ფორუმებში. ეს, ერთის მხრივ, დაეხმარა TFZ-ის ახალი პარტნიორების მოძიებაში და გაზარდა თბილისის თავისუფალი ზონის გლობალური ცნობადობა, ხოლო მეორეს მხრივ მოხდა ახალი პროექტების ინიცირება..
მთავარი გამოწვევები
მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, წელი მარტივი არ ყოფილა. რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რყევები და მარეგულირებელი გარემოს ცვლილებები გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა ბიზნესებისთვის. თუმცა, TFZ-მა შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება და ინტენსიური განვითარება.
რას უნდა ველოდოთ 2025 წელს?
მიუხედევად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, 2024 წლის ინტენსიური ზრდა იმედისმომცემი ტენდენციებს იძლევა 2025 წლისათვის. ზონა აგრძელებს ზრდას, მათ შორის მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას და მზად არის უფრო მასშტაბური პროექტებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტ ინვესტორს მოიზიდავს.
2024 წელი თბილისის თავისუფალი ზონისთვის იყო სტაბილური განვითარების და ახალი კავშირების დამყარების წელი. 2025 წლის მოლოდინში, TFZ აგრძელებს ბიზნესისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის გაძლიერებას და რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი თავისუფალი ეკონომიკური ზონის პოზიციის გამყარებას.