Tbilisi Free Zone

თბილისის თავისუფალი ზონის ხელმძღვანელობის ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში

2025 წლის 18-21 ნოემბერს შედგა თბილისის თავისუფალი ზონის (TFZ) ხელმძღვანელობის სამუშაო ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა თავისუფალი ეკონომიკური ზონების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. ქართულ მხარეს ასევე მიეცათ თავისუფალი ზონების დათვალიერების შესაძლებლობა.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს თზ-ების მუშაობის სპეციფიკა, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, გამოცდილების გაზიარების მექანიზმები და წარმატებული საოპერაციო მოდელების პოტენციური ინტეგრირების შესაძლებლობები საქართველოში.

საუბრების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო საინვესტიციო გარემოს საქართველოში და TFZ-ში ინვესტირების პირობებს და შეღავათებს. ხაზი გაესვა ემირატებსა და საქართველოს შორის უკანასკნელ პერიოდში მზარდი პარტნიორობის დინამიკას, რაც გამოიხატება კომპანია ემაარის მიერ ქვეყანაში ინიცირებული მრავალმილიარდიანი პროექტის რეალიზიციის დაწყებაში.

dubai tfz

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება მჭიდრო კოორდინაციისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების ფორმატში.

ვიზიტში მონაწილეობდნენ თბილისის თავისუფალი ზონის მმართველი პარტნიორი იოსებ ნიბლძე, ტექნიკურ-საოპერაციო დირექტორი გეორგია გოგია და კომერციული დირექტორი გიორგი როგავა.

ქართულმა მხარემ ოფიციალურად მოიწვია არაბეთის გაერთიანებული ემირატების თავისუფალი ზონების ხელმძღვანელობა საქართველოში ვიზიტით — მომავალ თანამშრომლობაზე უფრო ღრმა პარტნიორობის ჩამოყალიბების მიზნით.