საქართველო ბიზნესის წარმართვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია რეგიონში, ბიზნესისთვის ხელსაყრელი სამართლებრივი სისტემის, კონკურენტუნარიანი საგადასახადო პოლიტიკისა და მრავალფეროვანი მომსახურების წყალობით. ქვეყანა გთავაზობთ განვითარებულ ინფრასტრუქტურას, კვალიფიციურ მუშახელს და მაღალ რეიტინგებს პოლიტიკური სტაბილურობისა და ბიზნეს წარმართვაზე დაბალი დანახარჯების საერთაშორისო ინდექსებში.
ეკონომიკას აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის დივერსიფიცირებული სტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს მდგრად ზრდას. პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა: ზრდის ტემპი 2021 წელს იყო 10.4%, ხოლო 2022 წელს – 10.1%. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური ზრდა 2023 წელსაც გაგრძელდა და წლის პირველ ნახევარში 7.6%-ს მიაღწია.
გლობალური აღიარება
ქვეყნის შთამბეჭდავი პროგრესი ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაში კარგად იყო დოკუმენტირებული რამდენიმე საერთაშორისო ინდექსში. ეფექტიანი სამართლებრივი ბაზა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად ბიუროკრატიულ ქვეყნად აქცევს. ბიზნესის დასაწყებად ან უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად მხოლოდ ერთი დღე დაგჭირდებათ.
- VII ადგილი ბიზნესის წარმართვის სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის ვერსიით
- I ადგილი რეგიონის 19 ქვეყანას შორის (ევროპა და ცენტრალური აზია) – კორუფციის აღქმის ინდექსი
- ფრეიზერის ინსტიტუტი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ – საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება – III ადგილი
- V ადგილი - მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა
- Heritage Foundation - «ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი» – XXII ადგილი 178 ქვეყანას შორის.