სამართლებრივი ბაზა და წესები თბილისის თავისუფალ ზონაში: მოკლე აღწერა
საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისის თავისუფალ ზონაში (TFZ), კომპანიის რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია გაცნობიერებული იქნეს ძირითადი სამართლებრივი, საგადასახადო და საბაჟო მოთხოვნები, რომლებიც არეგულირებს ბიზნეს პროცესებს.
ქვემოთ მოცემული კანონები და რეგულაციები წარმოადგენს თიზ-ში კომპანიების რეგისტრაციის, მართვისა და ოპერირების უმთავრეს საფუძველს .
-
საქართველოს კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ: ძირითადი კანონი, რომელიც არეგულირებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს, მათ შორის თბილისის თავისუფალ ზონას (თიზ).
-
საქართველოს საგადაასახადო კოდექსი: შესაბამისი საგადასახადო წესები, რომლებიც გამოიყენება თიზ-ში.
-
საქართველოს საბაჟო კოდექსი: არეგულირებს საბაჟო პროცედურებსა და ოპერაციებს თიზ-ში.
-
დადგენილება №549: მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის თაობაზე.
-
დადგენილება №131: მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის, ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესებს.
-
დადგენილება №54: მთავრობის 2008 წლის 10 მარტის დადგენილება, რომელიც ამარტივებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურას.
-
დადგენილება №291: მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში საწარმოების მიერ გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესებს.
-
დადგენილება №11: მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება, რომელიც შეიცავს მითითებებს გარანტიის საჭირო ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნისა და საქონლის შენახვის პირობების შესახებ.
-
ბრძანება №290: ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე.
თიზ-ში არსებული კანონები და დადგენილებები ადგენენ იმ სამართლებრივ ნორმებს, რაც უზრუნველყოფს ინვესტორს, რომელიც კომპანიას აფუძნებს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისის თავისუფალ ზონაში, ახორციელებს საქმიანობას კანონიერად, გამჭვირვალად და ეფექტიანად — უსაფრთხო და სტაბილურ რეგულაციურ გარემოში.