Tbilisi Free Zone

manchester heading triangle 1

საქმიანობის და ლიცენზიების სახეები

თბილისის თავისუფალ ზონაში მოქმედი კომპანიებისთვის საჭირო ლიცენზიები: კომპლექსური სახელმძღვანელო

სამრეწველო ლიცენზია

კომპანიებისთვის, რომლებიც ეწევიან ნედლეულის გადამუშავებას, წარმოებას, აწყობას/დაშლას, საბოლოო პროდუქციის შეფუთვასა და რეალიზაციისთვის.

სპეციალური სავაჭრო ლიცენზია

კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან იმპორტით/ექსპორტით, დისტრიბუციით, ერთი სახეობის პროდუქციის დასაწყობებითა და ვაჭრობით (მაგალითად, სამშენებლო მასალების, ელექტრომოწყობილობის) შემდგომი დამუშავების გარეშე.

გენერალური სერვის-ლიცენზია

რამდენიმე მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის.

გენერალური სავაჭრო ლიცენზია

კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან იმპორტით/ექსპორტით, დისტრიბუციით, რამდენიმე სახის საქონლის შენახვითა და ვაჭრობით შემდგომი დამუშავების გარეშე.

მომსახურების ლიცენზია

კომპანიებისთვის, რომლებიც გარკვეული სახის მომსახურებას აწვდიან.*

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

 თავისუფალი ზონის საწარმოს კანონით ეკრძალება საქართველოს რეზიდენტი კომპანიებისთვის მომსახურების გაწევა.

ეს ლიცენზიები სავალდებულოა თბილისის თავისუფალ ზონაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის და უნდა იყოს მიღებული სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად. ეს არის თბილისის თავისუფალი ზონის ადმინისტრატორის მიერ გაცემული შიდა დოკუმენტაცია და საჭიროებს ყოველწლიურ განახლებას. დარწმუნდით, რომ სრულად დააკმაყოფილებთ სალიცენზიო მოთხოვნებს თიზ-ში თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესაბამისად.

მიიღეთ უფასო კონსულტაცია